გაეროს ბავშვთა ფონდი ორსული ქალებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციებს იწყებს

საქართველოს მასშტაბით ორსულ ქალებს ეძლევათ უფასო ვირტუალურ სეანსებში მონაწილეობის შესაძლებლობა; წამყვანი გინეკოლოგებისაგან ისინი მიიღებენ პასუხებს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე

06 ივლისი 2020
UNICEF launches online consultations for pregnant women on COVID-19
UNICEF/GEO-2020/Blagonravova

თბილისი. საქართველო. 2020 წლის 7 ივლისი. გაეროს ბავშვთა ფონდი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აღრიცხვაზე მყოფ დაახლოებით 26000 ორსულ ქალს სთავაზობს გინეკოლოგებთან ვირტუალურ კონსულტაციებს. 2020 წლის ივნისიდან დღემდე, წამყვანმა ექიმებმა ონლაინ კონსულტაციები ჩაუტარეს 5000 ზე მეტ ორსულს. გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ორსულ ქალებს, დარეგისტრირდნენ და სატელეფონო ზარით მოწვევის შემდეგ გამოიყენონ სეანსებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ვირტუალური სეანსების მიზანია კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შერბილება. დისტანციური ონლაინ კონსულტაციების ფარგლებში ექიმი თითოეული ქალის შეკითხვას პირადად გამოეხმაურება. ვირტუალური პლატფორმების გამოყენებით სეანსებში 25-მდე ორსული ქალი  ჩაერთვება და ისინი შეძლებენ ორსულობასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო ახალი და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას ექიმისა და სხვა ორსულებისაგან.

 

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ორსულ ქალს, ჩაერთონ სეანსებში და მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები საკუთარი თავისა და თავიანთი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით" - ღასან ხალილი

 

„ორსულობა განსაკუთრებული პერიოდია, რომელიც აღსავსეა დადებითი განცდებითა და მოლოდინით. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მომავალი დედების ამ სხვა მხრივ ბედნიერ პერიოდს დაერთო შიში, შფოთვა და გაურკვევლობა“, ამბობს დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. „გაეროს ბავშვთა ფონდმა აღნიშნული ონლაინ კონსულტაციები წამოიწყო სანდო ინფორმაციის საჭიროებაზე რეაგირების მიზნით; ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ორსულ ქალს, ჩაერთონ სეანსებში და მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები საკუთარი თავისა და თავიანთი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, დასძინა ხალილმა.

 

 

პროექტის საწყის ფაზაში ჩაერთვებიან კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში - მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში - მცხოვრები ქალები, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იყო დაწესებული.

ამ სეანსების მეშვეობით ორსული ქალები მიიღებენ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხის სესია. თითოეულ მონაწილეს შეუძლია შეკითხვის ანონიმურად დასმა, ექიმის პასუხებს კი მოისმენს ყველა მონაწილე.

პროექტი ხორციელდება გაეროს ერთობლივი ფონდების მხარდაჭერით. პროექტის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე განვითარდება ტელემედიცინის პროგრამა დაბალრისკიანი ფეხმძიმობებისათვის, რომელიც საქართველოში ანტენატალური ზრუნვის ახალ მოდელად მოგვევლინება.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

Additional resources

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.