პოზიტიური მშობლობის ხელშესაწყობად ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში „მშობელთა დედაენა“ მომზადდა

20 ივლისი 2022
Parents ABC launched to promote positive parenting as part of EU and UNICEF joint campaign
UNICEF/GEO-2022/Tsetskhladze

თბილისი, 2022 წლის 20 ივლისიევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი სოციალური ცვლილების კამპანიის- „იმშობლე“ ფარგლებში მომზადდა პოზიტიური მშობლობის ხელშემწყობი საგანმანათლებლო რესურსი  - „მშობლების დედაენა“.  

აღნიშნული პუბლიკაციის წარდგენისადმი მიძღვნილ სპეციალურ ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, მშობლები, მწერლები და ფსიქოლოგები, რომლებმაც ისაუბრეს პუბლიკაციისა და პოზიტიური მშობლობისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ.

„მშობლების დედაენა“ არის მშობლებისა და მზრუნველებისთვის განკუთვნილი ინტერაქტიული საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც ძალიან ჰგავს ყველასთვის კარგად ნაცნობ „დედაენის“ სახელმძღვანელოს. მასში მოცემულია სასარგებლო რჩევები მშობლებისთვის ბავშვებთან არსებული გამოწვევების დასაძლევად და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად.

„ვიმედოვნებ, „მშობლების დედაენა“ ხელს შეუწყობს ბავშვების აღზრდაში გავრცელებული მავნე სოციალური ნორმების აღმოფხვრას“, - ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

„დღევანდელი დისკუსია კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს დიალოგს პოზიტიური მშობლობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებებ სახელმწიფო უწყებებს, სპეციალისტებსა და მშობლებს შორის, რათა ბავშვებს ჰქონდეთ უკეთესი ცხოვრება ძალადობის გარეშე“, დასძინა მან.

„მშობლების დედაენა“ ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური, ისე ციფრული სახით - პოზიტიური მშობლობის ონლაინ-პლატფორმაზე „იმშობლე“. ამ პრაქტიკული, ინტერაქტიული ციფრული პლატფორმის მიზანია პოზიტიური მშობლობის პოპულარიზაცია ძალადობის უარყოფითი შედეგებისა და პოზიტიური დისციპლინის მეთოდების შესახებ მშობლების განათლების გზით.

კამპანიას „იმშობლე“ ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით, მათი ერთობლივი პროექტის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. კამპანია ფოკუსირებულია გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებზე. კამპანია თანამშრომლობს მშობლებსა და მზრუნველებთან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, მუნიციპალიტეტებში და ადგილობრივ თემებში და ავრცელებს პოზიტიურ მშობლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მეთოდებს. კამპანიის პარტნიორები არიან "ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციის გუნდი" (BISC Partners), არასამთავრობო ორგანიზაცია GCRT დაშემოქმედებითი სააგენტო "ლივინგსტონი".

პოზიტიური მშობლობა მოიცავს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ ვმართოთ ემოციები ან კონფლიქტები იმგვარად, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის განსჯის უნარისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და არ შევულახოთ თავმოყვარეობა და ღირსება, არ დავურღვიოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბალანსი. სამწუხაროდ, ბავშვების აღზრდისას ხშირად იყენებენ სადამსჯელო მეთოდებს, რომლებიც სასურველი ქცევის მისაღწევად ფიზიკური ძალის გამოყენებასა და სიტყვიერ დაშინებას ეყრდნობა.

2018 წელს საქართველოში განხორციელებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) თანახმად, ბავშვების დაახლოებით 69 პროცენტის მიმართ გამოიყენეს აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი. ბავშვების 31-მა პროცენტმა განიცადა ფიზიკური დასჯა, ხოლო ბავშვების 5-მა პროცენტმა - მკაცრი ფიზიკური დასჯა, როგორიცაა სახეზე, თავზე ან ყურებზე დარტყმა და ცემა მთელი ძალით და არაერთგზის. ბავშვების 66 პროცენტი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

„მშობლების დედაენა“ ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.