ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერას მათთვის ოჯახური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით

20 აპრილი 2022
Child and caregiver in Kutaisi infant home
UNICEF/Geo-2018/Mrevlishvili

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 19 აპრილი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომლებიც აქამდე კოჯრის ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ, ამიერიდან ოჯახური ტიპის გარემოთი ისარგებლებენ, სადაც ხარისხიან მზრუნველობას მიიღებენ. პროგრამას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი და „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის  მხარდაჭერით.

ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდი და „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ უზრუნველყოფენ ყოვლისმომცველ და  სხვადასხვა სახის პროფესულ მხარდაჭერას თელავსა და ჩხოროწყუში არსებული ოჯახური ტიპის სპეციალიზირებული სერვისებისთვის, სადაც ზემოაღნიშნული დაწესებულებიდან 13 ბავშვი გადმოიყვანეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი კოჯრის დაწესებულება საქართველოს მთავრობამ დახურა დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში ყველა ბავშვისთვის ოჯახზე და თემზე დაფუძნებული მზრუნველობის უზრუნველყოფა.

გაეროს ბავშვთა ფონდი და მაკლეინის ასოციაცია იმუშავებენ მომსახურებების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ოჯახური ტიპის გარემო. თანამშრომლობა მოიცავს:

  • ახლად შექმნილი მომსახურებების საჭიროებების გამოვლენას და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას.
  • სამუშაო ადგილზე მზრუნველთა და პროფესიონალთა სწავლებას შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების ქცევის მართვის, ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე და ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმების შემუშავებაში.
  • ფსიქოლოგების, ოკუპაციური თერაპევტების, სოციალური მუშაკების, პედიატრებისა და ბავშვებთან მომუშავე მზრუნველების პროფესიული უნარების განვითარებას. აღნიშნული მოიცავს ცალკეული შემთხვევების მართვასა და ბავშვების ჩართვას მათი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში მომსახურების ცენტრის გარეთ (მაგალითად, სკოლაში, სარეაბილიტაციო ცენტრებში და ა.შ.).
  • ოჯახური ტიპის სპეციალიზებული მომსახურებების მონიტორინგისა და ზედამხედველობის კონცეფციისა და ინსტრუმენტების შემუშავებას და მათ ინტეგრირებას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

2021 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო ბავშვზე ზრუნვის რეფორმის შემდგომი ნაბიჯების განხილვის პროცესი, რომლის მიზანია დიდი ზომის ბავშვთა სახლებში ჯერ კიდევ მცხოვრები ბავშვების ოჯახური გარემოთი უზრუნველყოფა. ამ მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდი რეფორმის დაჩქარების მიზნით ეხმარება მთავრობას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დიდი ზომის ბავშვთა სახლების თანდათანობით დახურვაში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

About UNICEF

UNICEF promotes the rights and wellbeing of every child, in everything we do. Together with our partners, we work in 190 countries and territories to translate that commitment into practical action, focusing special effort on reaching the most vulnerable and excluded children, to the benefit of all children, everywhere.

For more information about UNICEF and its work for children, visit www.unicef.org/georgia/

Follow UNICEF on Twitter and Facebook