ახალგაზრდები მუნიციპალიტეტთან ერთად ქუთაისის ბავშვზე მორგებულ ქალაქად ქცევის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ

ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა ადგილობრივ ხელისუფლებას აძლევს სტიმულს, უფრო მეტად გაამახვილოს ყურადღება ახალგაზდა მოქალაქეების უფლებების დაცვაზე

01 თებერვალი 2022
UNICEF consults with children on how to make Kutaisi a child-friendly city
UNICEF/Geo-2022/Turabelidze

ქუთაისი, საქართველო, 2022 წლის 1-2 თებერვალი. ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში იმის შესახებ, თუ როგორ გახადონ თავიანთი ქალაქი ბავშვებისთვის უფრო მორგებული და როგორ შეუძლიათ ბავშვებსა და მოზარდებს ამ პროცესში ჩართვა.გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდების ორი ჯგუფი მოიწვიეს ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მოსასმენად.

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ქუთაისმა განახორციელა კონკრეტული ქმედებები, რომლებიც საჭიროა ქუთაისის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვისთვის. ქუთაისში ბავშვების უფლებებისა და კეთილდღეობის სიტუაციური ანალიზი უკვე დასრულებულია. დოკუმენტი ასახავს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგანან ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბავშვები და გვთავაზობს რეკომენდაციებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით, იმისთვის რომ ქალაქი ბავშვზე მორგებული გახდეს.

სიტუაციური ანალიზის საფუძველზე ქუთაისის მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა სტრატეგიული მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმის მონახაზი. გეგმის მიღებამდე მიმდინარეობს მისი განხილვა ბათუმელ ბავშვებსა და ახალგაზრდებთან, მათი მოსაზრებები კი საბოლოო სამოქმედო გეგმაში აისახება.

“მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ბათუმის შემდეგ ახლა უკვე ქუთაისში შევხვდეთ ბავშვებს და ახალგაზრდებს. ჩვენ გვინდა გავიგოთ, თუ როგორ ქალაქში სურთ მათ ცხოვრება”, - ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

“მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ბათუმის შემდეგ ახლა უკვე ქუთაისში შევხვდეთ ბავშვებს და ახალგაზრდებს. ჩვენ გვინდა გავიგოთ, თუ როგორ ქალაქში სურთ მათ ცხოვრება”, ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი. “გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს ქუთაისის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ბავშვზე მორგებულ ქალაქად ქცევის პროცესში“, აღნიშნა ხალილმა.

ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა, რომელსაც უძღვება გაეროს ბავშვთა ფონდი,  მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების მთავრობებს ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების განხორციელებაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის გათვალისწინებით. ინიციატივა იმავდროულად წარმოადგენს ქსელს, რომელიც აერთიანებს მთავრობებს და სხვა პარტნიორებს - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, სამეცნიერო სექტორს, მედიას, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავად ბავშვებს, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდეს ბავშვებზე მორგებული გარემო.

ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩასართავად ქალაქმა უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ქალაქში ბავშვების მდგომარეობის შეფასება; ბავშვთა უფლებების შესახებ ადვოკატირება და ინფორმირებულობის გაზრდა ხელისუფლებისა და საზოგადოების დონეზე; ბავშვებზე  მორგებული კანონებისა და პოლიტიკის მიღება და ამ კანონებისა და პოლიტიკის ბავშვებზე ზეგავლენის შეფასება. ქალაქის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ბიუჯეტი და გათვალისწინებული იქნება განხორციელების ანგარიშვალდებულებები; ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე რესურსის სამართლიანად განაწილება; ბავშვებისა და ახალგაზრდების ინფორმირება და ჩართულობა და მათი მოსაზრებებისა და გამოცდილების პატივისცემა; ბავშვებისა და ახალგაზრდების აღიარება, როგორც პარტნიორების და ინდივიდებისა, რომლებსაც გააჩნიათ უფლებები და არიან თანასწორუფლებიანი, აქტიური მოქალაქეები; დარგთაშორისი კოორდინაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ბავშვებზე მორგებული პოლიტიკისა და პროგრამების შედეგებისა და ზეგავლენის გაუმჯობესება-გაძლიერებისათვის.

ბავშვზე მორგებულ ქალაქად ჩამოყალიბება გრძელვადიანი პროცესია. მომდევნო ფაზაში, ქუთაისის მერიის ადმინისტრაცია განახორციელებს ბათუმში ბავშვთა უფლებების მხრივ არსებული ვითარების ანალიზს. გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე მომზადდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. გეგმის დამტკიცების შემდეგ, ქუთაისი გახდება ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატი ქალაქი. ბათუმს ბავშვზე მორგებულ ქალაქად ოფიციალურად აღიარებენ გეგმის წარმატებით განხორციელებისა და ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის ციკლის წარმატებით დასრულების შემდეგ.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.