USAID და გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარებიან ახალგაზრდებს გაიუმჯობესონ მედიაწიგნიერების უნარები COVID-19-ის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

02 მაისი 2022
USAID და გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარებიან ახალგაზრდებს გაიუმჯობესონ მედიაწიგნიერების უნარები COVID-19-ის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
UNICEF/Geo-2022/Fidanyan

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 2 მაისი.  გაეროს ბავშვთა ფონდმა მედიის განვითარების ფონდთან(MDF) პარტნიორობით და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ტრენინგების სერია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელთა მიზანია კოვიდ-19-ის პრევენციული ზომებისა და კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მითების გაქარწყლება და თანატოლებში სწორი ინფორმაციის გავრცელება.

კამპანია სახელწოდებით “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!” ითვალისწინებს ახალგაზრდების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის მედიაწიგნიერების ტრენინგებისა და ვებინარების ჩატარებას. ინიციატივის ძირითადი მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლება, თუ როგორ გადაამოწმონინფორმაციის წყაროები, აღმოაჩინონ კოვიდ-19-ის შესახებ ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფები და დაუპირისპორპონ მითებს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტები. მთლიანობაში 2000-მდე ახალგაზრდა მიიღებს ინფორმაციას და აღიჭურვება უნარებით, რათა შეძლონ მედიიდან მიღებულ კომპლექსური ინფორმაციასა და გზავნილების გაანალიზება, კრიტიკული შეფასება და დეზინფორმაციაზე რეაგირება.

''21-ე საუკუნეში მედიაწიგნიერება უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს ბავშვებსა და ახალგაზრდებში.'' - ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში

გაეროს ბავშვთა ფონდი USAID-ის მხარდაჭერითა და მედიის განვითარების ფონდთან პარტნიორობით იწყებს მედიაწიგნიერების ტრენინგების სერიას ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. ეს დაეხმარება მათ დეზინფორმაციის წინააღმდეგ საჭირო უნარების განვითარებასა და სწორი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებაში სხვადასხვა საკითხის, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის შესახებ,” - დაამატა ხალილმა.

„ახალ მედია ეკოსისტემაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტრადიციული მედიის ფუნქციები შეითავსოს და ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელოს. თავისუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ წყაროს კრიტიკული ანალიზისა და ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შესაძლოა, ზიანის მომტანი ინფორმაციის გამავრცელებელი მისდაუნებურად აღმოჩნდეს”, ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

ტრენინგები აპრილში დაიწყო და სექტემბერამდე გაგრძელდება, მთელ საქართველოს მოიცავს და ითვალისწინებს  როგორც პირისპირ სესიებს, ისე ონლაინ. ასევე გაიმართება საინფორმაცია კამპანია მედიაწიგნიერების შესახებ ციფრული პლატფორმების მეშვეობით და მთლიანობაში მოახდენს 100,000 ახალგაზრდის ინფორმირებას.

პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კოვიდ-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“ ფარგლებში, რომლის მიზანიცაა მთავრობის მხარდაჭერა კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციაში და პანდემიის ზოგადი ზემოქმედების შემცირებაში ისეთი საშუალებებით, როგორიცაა რისკის შესახებ კომუნიკაცია და თემის ჩართულობა, ინფიცირების პრევენციისა რა მართვის ზომები და წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა ჯანდაცვის მომსახურების გასაძლიერებლად კოვიდ-19-ის პრევენციისა და მართვის მიზნით, რაც მოიცავს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ჯანდაცვის ელექტრონულ სერვისებს.

 

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 30-ზე მეტი პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:  https://www.usaid.gov/georgia.  

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.