მონაცემთა მონიტორინგი რეალურ დროში / მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის დამატება - მეექვსე ტალღა

კვლევის მეექვსე ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2021 წლის დეკემბერში.

Children in Telavi/Duisi
UNICEF/Geo-2021/Tsopurishvili

ძირითადი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ბოლოს დაიწყო ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში კვლევა. კვლევა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე. კვლევის მიდგომა ემყარება 1 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე რესპონდენტებისაგან განმეორებით ინფორმაციის შეგროვებას (პანელური კვლევა). კვლევის ფარგლებში მონაცემები გროვდება როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში.

ქვეყნის მასშტაბით კვლევის მეექვსე ტალღისთვის შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1,996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 962 ერთეულით, ხოლო სოფლად 1,034 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI). კვლევის მეექვსე ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2021 წლის დეკემბერში.

გამოპასუხების დონემ შეადგინა 82.0 პროცენტი, მათ შორის ქალაქის ტიპის დასახლებებში - 80.5 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 83.5 პროცენტი

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ინგლისური, ქართული