გაეროს ბავშვთა ფონდი გაუძღვება კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვისა და მიწოდების მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და ყველაზე სწრაფ ოპერაციას

გაეროს ბავშვთა ფონდი, კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმის (COVAX Facility) სახელით, მწარმოებლებთან და პარტნიორებთან აწარმოებს მუშაობას ვაქცინების დოზების შესყიდვაზე, ვაქცინების ტრანსპორტირების, ლოჯისტიკისა დa შენახვის საკითხებზე.

08 სექტემბერი 2020
UNICEF Supply
UNICEF/UNI325740/Montico

ნიუ-იორკი / კოპენჰაგენი, 2020 წლის 4 სექტემბერი – გაეროს ბავშვთა ფონდი ხელმძღვანელობს კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვისა და მიწოდების პროცესს, კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმის (COVID-19 Vaccine Global Access Facility (COVAX Facility)) ვაქცინის გლობალური გეგმის ფარგლებში, რომელსაც მართავს იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსი (Gavi, the Vaccine Alliance). ეს შესაძლოა იყოს მსოფლიოში ვაქცინების შესყიდვისა და მიწოდების ყველაზე მასშტაბური და სწრაფი პროცესი.

დღესდღეობით, როდესაც არსებობს რამდენიმე პერსპექტიული ექსპერიმენტული ვაქცინა, გაეროს ბავშვთა ფონდი,  ჯანმრთელობის პანამერიკული ორგანიზაციის განახლებად ფონდთან (PAHO Revolving Fund) ერთად, გაუძღვება ძალისხმევას, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსის ვაქცინების დოზების შესყიდვასა და მიწოდებას კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმის (COVAX Facility) სახელით,  დაბალი და შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლიანი 92 ქვეყნისათვის. ვაქცინების შესყიდვას მხარს დაუჭერს იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (Gavi) კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმის (COVAX)  მომავალ შესყიდვებზე წინასწარი ვალდებულების (AMC) მექანიზმი; გარდა ამისა, შეიქმნება სარეზერვო მარაგები ჰუმანიტარული კრიზისის ვითარებისათვის. გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე კოორდინირებას გაუწევს და ხელს შეუწყობს შესყიდვას შედარებით მაღალშემოსავლიანი 80 ქვეყნის მიერ, რომლებმაც გამოხატეს სურვილი კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმში (COVAX Facility) მონაწილეობასა და  საკუთარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვაქცინების დაფინანსებაზე.

გაეროს ბავშვთა ფონდი ამ საქმიანობას განახორციელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალურ ალიანსთან (Gavi), ეპიდემიებისადმი მზადყოფნის და ინოვაციების ინიციატივასთან (CEPI), ჯანმრთელობის პანამერიკულ ორგანიზაციასთან (PAHO), მსოფლიო ბანკთან, ბილ და მელინდა გეითსების ფონდთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმში (COVAX Facility) ჩართვის შესაძლებლობა ღიაა ყველა ქვეყნისათვის, რათა არცერთი მათგანი დარჩეს მომავალში კორონავირუსის ვაქცინის ხელმისაწვდომობის გარეშე.

„ეს არის ერთობლივი პარტნიორობა მთავრობებს, მწარმოებლებს და მრავალმხრივ პარტნიორებს შორის, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი ბრძოლის გასაგრძელებლად,“ განაცხადა ჰენრიეტა ფორმა, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ვაქცინის უზრუნველყოფისაკენ მიმართულ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში, გაეროს ბავშვთა ფონდი იყენებს ვაქცინით მომარაგების უნიკალურ შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოს ყველა ქვეყნისათვის უსაფრთხო, სწრაფი და თანაბარი წვდომა ვაქცინის დოზების პირველ პარტიაზე, როდესაც ისინი გახდება ხელმისაწვდომი.“

გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოში ვაქცინების შემსყიდველი უმსხვილესი ორგანიზაციაა. ის ყოველწლიურად ვაქცინების 2 მილიარდზე  მეტ დოზას ყიდულობს რუტინული იმუნიზაციისათვის და აფეთქებებზე რეაგირებისათვის, დაახლოებით 100 ქვეყნისათვის. გაეროს ბავშვთა ფონდი იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (Gavi, the Vaccine Alliance) მთავარი შემსყიდველი პარტნიორია, გასული 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე საციცოცხლო მნიშვნელობის ვაქცინებით მოიცვა 760 მილიონზე მეტი ბავშვი, და თავიდან აიცილა 13 მილიონზე მეტი ფატალური შედეგი. გაეროს ბავშვთა ფონდი, ბაზრის ფორმირებისა და შესყიდვების სფეროში ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, კოორდინაციას გაუწევს კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვასა და მიწოდებას კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისათვის (COVAX Facility). ამით შესაძლოა 2021 წელს გაორმაგდეს ორგანიზაციის მიერ ვაქცინების მთლიანი შესყიდვების მოცულობა.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმის (COVAX Facility) სახელით ივნისში გამოქვეყნებული ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის საპასუხოდ, 28 მწარმოებელმა, რომლებსაც 10 ქვეყანაში აქვთ საწარმოო ობიექტები, წარმოადგინეს კორონავირუსის ვაქცინების წარმოების წლიური გეგმები, 2023 წლის ჩათვლით. მწარმოებლების მიერ მითითებული ვადების მიხედვით, შემუშავებიდან წარმოებამდე პერიოდი შეიძლება იყოს ერთ-ერთი უსწრაფესი მეცნიერებისა და წარმოების ისტორიაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული ბაზრის შეფასების შედეგად, რომელიც მომზადდა ვაქცინის მწარმოებლების მიერ წარდგენილი ინფორმაციის შეკრებით და ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების გამოყენებით, გამოვლინდა, რომ მწარმოებლებს აქვთ  ვაქცინების უპრეცედენტო რაოდენობის ერთობლივად წარმოების სურვილი. თუმცა, მწარმოებლებმა აღნიშნეს, რომ ვაქცინების ასეთი ფართომასშტაბიანი წარმოების მხარდასაჭერი ინვესტიციები დიდწილად დამოკიდებული იქნება, მათ შორის, კლინიკური ცდების წარმატებულობაზე, წინასწარი შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებაზე, დაფინანსების დადასტურებააზე, და მარეგულირებელი მექანიზმებისა და რეგისტრაციის არხების გამარტივებაზე.

სხვა საკითხებთან ერთად, შეფასების შედეგად ასევე წარმოჩინდა მწარმოებლების მიერ კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმის (COVAX Facility) დიზაინსა და მიზნებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა. ეს კორონავირუსთან დაკავშირებული ინსტრუმენტების შექმნის აქსელერატორის ინიციატივის (ACT-Accelerator initiative) ძირითადი მიმართულებაა. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ახალ, ინოვაციურ გლობალურ თანამშრომლობას, რომლის მიზანია კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისათვის ვაქცინების, სადიაგნოსტიკო და თერაპიული საშუალებების შექმნა და თანაბრად განაწილება ყველა ქვეყნისათვის, მათი შემოსავლიანობის დონის მიუხედავად.

მნიშვნელოვანი მომდევნო ნაბიჯია ქვეყნების მიერ განაცხადის შეტანა კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმში (COVAX Facility), 18 სექტემბრამდე. ამით კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმს (COVAX) მიეცემა შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს ადრეულ ეტაპზე რისკიან ინვესტიციებს საწარმოო სიმძლავრის ფართოდ გაზრდაში, წინასწარი შესყიდვების ხელშეკრულებების მეშვეობით.

კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმის (COVAX) გამოყოფა-განაწილების ჩარჩოში, რომელსაც ამჟამად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამუშავებს, განისაზღვრება, თუ როგორ და სად მიაწვდიან გაეროს ბავშვთა ფონდი, ჯანმრთელობის პანამერიკულო ორგანიზაცია (PAHO) და მონაწილე ქვეყნების სახელით მოქმედი სხვა შემსყიდველები კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმის (Facility) მიერ უზრუნველყოფილ კორონავირუსის ვაქცინებს. მოსალოდნელია, რომ ვაქცინის თავდაპირველი დოზები განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის და სოციალური სფეროს მუშაკებისათვის, ხოლო ვაქცინის შემდგომი პარტიებით მონაწილე ქვეყნები შეძლებენ კორონავირუსის დაავადების მაღალი რისკის კატეგორიაში მყოფი მოსახლეობის იმუნიზაციას.

„გაეროს ბავშვთა ფონდი ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს ალიანსთან - გვეხმარება საციცოცხლო მნიშვნელობის ვაქცინებით მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის მოცვაში,“ აღნიშნა დოქ. სეთ ბერკლიმ, იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (Gavi) მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა . „ეს ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმმა (COVAX), რომელიც წარმოადგენს კორონავირუსის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების შესყიდვისა და მიწოდებისათვის მსოფლიო ძალისხმევას, დაჩქარებულ ვადებში და უპრეცედენტო მასშტაბით შეძლოს ყველაზე მაღალი რისკის წინაშე მყოფი პირების დაცვა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ ამ პანდემიის მწვავე ეტაპის, მათ შორის, ინვიდიდებზე, საზოგადოებებზე და ეკონომიკებზე მისი გამანადგურებელი ზეგავლენის, დასრულებაზე.“

გაეროს ბავშვთა ფონდმა, იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალურმა ალიანსმა (Gavi), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ჯანმრთელობის პანამერიკულმა ორგანიზაციამ (PAHO) დაიწყეს მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები ქვეყნების ვაქცინისათვის მზადყოფნისათვის, პარტნიორებთან და ეროვნულ ხელისუფლებებთან თანამშრომლობით, მათ შორის:

  • მუშაობა სამედიცინო პროდუქციის მწარმოებლებთან, უსაფრთხო საინექციო საშუალებებისა და ვაქცინების სათანადო ტემპერატურულ რეჟიმში შენახვისა და ტრანსპორტირების -- „ცივი ჯაჭვის“ -- ხელმისაწვდომობის დასაგეგმად;
  • სახელმძღვანელოს შემუშავება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ტრენინგები ვაქცინაციის პოლიტიკისა და წესების და ვაქცინების სათანადოდ გამოყენების, შენახვისა და გავრცელების საკითხებზე;
  • მწარმოებლებთან ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის საკითხებზე შეთანხმება, ქვეყნებისათვის ვაქცინების გამოყოფა-განაწილების შემდეგ მათთვის ვაქცინის დოზების სწრაფად და უსაფრთხოდ მიწოდების მიზნით;
  • ქვეყნების მხარდაჭერა ვაქცინების მიწოდების დაგეგმვაში, მათ შორის, კონცენტრირება ყველაზე მაღალი რისკის წინაშე მყოფ ქვეყნებზე, და ტრანსპორტირება და შენახვა მომსახურების მიწოდების წერტილთან;
  • ძალისხმევის გააქტიურება სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა ადგილობრივ პარტნიორებთან, კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის შესახებ საზოგადოების კარგად ინფორმირებისათვის და ზომების გატარება კორონავირუსის ვაქცინების მიმართ ნდობის გაზრდისა და კორონავირუსის ვაქცინების შესახებ მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.