ახალციხეში გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით მასწავლებელისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა

11 აგვისტო 2021
Teachers vaccinating in Akhaltsikhe
UNICEF/GEO-2021/Fidanyan

ახალციხე, საქართველო, 2021 წლის 11 აგვისტო მასწავლებლებმა და სკოლების თანამშრომლებმა ახალციხიდან მონაწილობა მიიღეს გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებულ ვაქცინაციის ღონისძიებაში და მიიღეს ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის სხვადასხვა საკითხის შესახებ.

შეხვედრებზე, რომლებიც წინ უძღვოდა ვაქცინაციას,  წამყვანმა ექიმებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს მთელ რიგ საკითხებზე, როგორიცაა: კოვიდ-19 საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები; იმუნიზაციის მნიშვნელობა და კოვიდ-19-ის გართულებები ბავშვებში; ალერგიების, ასევე გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია.  ღონისძიება მიზნად ისახავდა ვაქცინაციის შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი ჯგუფის ინფორმირებას, როგორიცაა მასწავლებლები და მათ ჩართვას ვაქცინაციის პროცესში.  

საინფორმაციო შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და ეპიდემიოლოგები: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა იმუნიზაციისა და სათანადო უსაფრთხოების ზომების დაცვით ბავშვებისთვის სკოლების გახსნის მნიშვნელობას.

 

"პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე ძირთადი პერსონალის, როგორებიცაა მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს მისაღწევად." - ღასან ხალილი

 

„პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე ძირთადი პერსონალის, როგორებიცაა მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს მისაღწევად. პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე ხდენს გავლენას, იმუნიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანის სასწრაფოდ ჩართვა ვაქცინაციის პროცესში“, აღნიშნა საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა.

იუნისეფი ადვოკატირებას უწევს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სხვადასხვა ჯგუფებში - მასწავლებლებში, ექიმებში, რელიგიურ ლიდერებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებში. გაიმართა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები, რომელთაც მოჰყვა სამიზნე  ჯგუფების ვაქცინაცია.

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ეხმარება მთავრობას რუტინული იმუნიზაციის პროგრამების გატარებაში და მისი თხოვნით COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით ხელი შეუწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებაში.

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა
კომუნიკაციის სპეციალისტი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: schaava@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.